ოლიგარქი ივანიშვილის ოფისი მოსკოვში | სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც რუსეთთან კავშირს კიდევ ერთხელ ადასტურებს

გამოქვეყნდა:

მოსკოვთან სატელეფონო ხაზზეა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. აუდიოჩანაწერი, რომელიც 2020 წლით თარიღდება, გამოქვეყნებულია კიბერ კმარას გვერდზე. ჩანაწერიდან კარგად ჩანს, რომ ივანიშვილი რუსეთში ოფისში რეკავს, სადაც თანაშემწე ჰყავს. ჩანს ისიც, რომ ოლიგარქის ოფისში რუსეთში ალბათ სხვა დანარჩენ საქმინობასთან ერთად სამაკლერო ბიზნესში კარგად ჩართული კადრები არიან დასაქმებული. 

ივანიშვილის ოჯახის ექიმი იულია აკმუშანოვა 2020 წელს მონტენეგროში ცხოვრობდა. როგორც ოლიგარქი სატელეფონო საუბრისას ამტკიცებს ის ბინას ექიმისთვის ეძებს, თანხმდება იმაზე, რომ აკმუშანოვა ოფისის თანამშრომელს თავად დაუკავშირდება, თუმცა სატელეფონო საუბრისას არკვევს ბინების ფასს, როგორც გარეუბანებში ასევე ქალაქის ცენტრში. არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილი რუსეთში კიდევ ერთი უძრავი ქონების შეძენას თავად გეგმავს. 

ანდრეი, ვისაც ივანიშვილი საუბრისას ახსენებს მისი ადვოკატია რუსეთში - ანდრეი პერშინი. პერშინი ზაფხულში გამომძიებელი ჟურნალისტების სტატიაში მოხვდა, როგორც ივანიშვილის ქონების განმკარგავი რუსეთში. სტატიაში მტკიცებულებებზე დაყრდნობით მკვლევარები ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოკუპანტ სახელმწიფოში ქონების დაგორვებას აგრძელებს. მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, ბოლო ქონება 4500 კვ.მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი რუსეთში 2024 წელს შეიძინა. მათ საკუთრებაშია არაერთი ბინა და მიწის ნაკვეთი, მათ შორის ელიტურ უბნებში ამ ქონებას კი აქირავებს კომპანია აქვს "სფეისი" რომლის წარმომადგენელიც სწორედ ამ საუბარში ნახსენები ანდრეი პერშინია. 

ეს სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც მკვლევარები ისედაც  მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ივანიშვილი ქართველ ხალხს ატყუებს , თითქოს  რუსეთთან ბიზნეს კავშირები აღარ აქვს. სინამდვილეში ეს სატელეფონო საუბარიც ადასტურებს, რომ ივანიშვილი ფლობს რუსეთში ოფისს, რომლის თანამშრომლებიც კარგად ერკვევიან სამაკლერო ბიზნესში.

რამდენიმე თვის წინ, როცა ივანიშვილის ოჯახის რუსული ქონებების შესახებ ოფიციალური დოკუმენტები და მტკიცებულებები გამოქვეყნდა, "ქართული ოცნების" წევრები ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილს ოკუპანტ სახელმწიფოსთან აღარაფერი აკავშირებს. ეს ჩანაწერი კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოცნების საპატიო თავმჯდომარე რუსეთში საქმინობას არ წყვეტს. სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ივანიშვილის მოსკოვურ კავშირებს ადასტურებს, სწორედ იმ სოციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც რუსი ოლიგარქის ევტუშენკოვისა და ივანიშვილის ცნობილი ჩანაწერი დაიდო, სადაც რუსი ოლიგაქრი კოლეგა ივანიშვილს სანქციების სიმძიმეზე ეწუწუნებოდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი