რუსული პროპაგანდა არარსებული პრობლემებით | ოლიგარქის სკანდალური აღიარება და გზავნილები წინასაარჩევნოდ

გამოქვეყნდა:

ოლიგარქმა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საკუთარი ფულის გამო ვაჭრობდა და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა სწორედ პირად ინტერესს აყენებდა. შემდეგ კი მხარდამჭერების დამშვიდებას შეეცადა, რომ არჩევნების შემდეგ ამერიკის ელჩთან შეხვედარას გეგმავს და სტრატეგიულ პარტნიორთან თითქოს ურთიერთობასაც დაალაგებს. 

თუმცა შემდეგ ისევ სტრატეგიულ პარტნიორებს თავს დაესხა და მათ ბრალდება წაუყენა, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს. არ გამორჩენია ოპოზიცია. ისევ იმუქრება, რომ  ოპონენტების აკრძალვას აპირებს. ყოფილი პრემიერსა და მის პარტიის წევრებს დაჭერით ემუქრება. 

ივანიშვილს არჩევნებამდე 5 დღით ადრე, სიტყვითაც კი არ უთქვამს, თუ როგორ აპირებს ქვეყნაში სიღარიბისა და სოციალური სიდუხჭირის დაძლევას. ინტერვიუს დროს ოპონენტები აქეთ გააკრიტიკა, 100 ქარხნისა და უფასო ფულის დანაპირების შესახებ რატომ საუბრობთო.  

ოლიგარქის მთავარი ინტერესი რომ ძალაუფლების შენარჩუნებაა, ეს სატელევიზიო ინტერვიუს დროს არც დაუმალავს. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი თვითონვე ამბობს, რომ ამომრჩეველს "ოცნება" მობეზრდა და მეტიც - ნათესავებიც კი მის პარტიას სკეპტიკურად უყურებენ, მაინც დაჟინებით იმეორებს, რომ ძალაუფლებას მან უნდა შეინარჩუნოს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი