"Go and vote, წინ საქართველო" | ევროკავშირის ელჩის გზავნილები ქართველ ხალხს

გამოქვეყნდა:

"სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი ... Go and vote, წინ საქართველო", - ქართულ ენაზე ალაპარაკებული ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს ბესიკ ხარანაულის სიტყვებით მიმართავს. არჩევნებამდე 4 დღით ადრე, პაველ ჰერჩინსკი ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უხსნის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მოქალაქის არჩევნებზე მისვლას და რომ, შესაძლოა, ერთი ადამიანის ხმა გადამწყვეტიც კი იყოს.

ათიათასობით მოქალაქე დედაქალაქის ქუჩებში - თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოება და ევროპული მარში ელჩის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. პოლონელი დიპლომატი ქართველ ხალხს მოუწოდებს აირჩიონ ისეთი მთავრობა რომელიც საზოგადოების სურვილებსა და მისწრაფებებს გამოხატავს.

ევროკავშირის ელჩზე იერიშის მისატანად პრემიერმინისტრს სულ რამდენიმე საათი დასჭირდა. კობახიძის ლოგიკას რომ მივყვეთ, მისთვის არაობიექტური და სამწუხაროა მოწოდება იმის შესახებ, რომ ხალხმა ის უნდა აირჩიოს ვინც მის ინტერესებს და მისწრაფებებს გამოხატავს. მეტიც, ოლიგარქის რჩეული ისე შორს წავიდა, რომ 27 სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა.

არჩევნებამდე 4 დღით ადრე უკვე ცნობილია ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის დასკვნა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს. საქართველოში საარჩევნო კამპანიის გარემო სულ უფრო დაძაბული ხდება - ასეთია დასკვნის ავტორის მოსაზრება და დამატებით განმარტავს, რომ კვლევები რომელიც უფრო საიმედოდ მიიჩნევა, კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროებას პროგნოზირებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი