"ეს პარტიები ჩემ წინაშე არიან პასუხისმგებლები... მათ მხარდამჭერებს მიღმა თუ არსებობს [ადამიანი], რომელიც მენდობა, აირჩიეთ რომელიმე მათგანი..." | სალომე ზურაბიშვილი ქარტიის ხელმომწერ პარტიებზე

გამოქვეყნდა:

"ეს პარტიები ჩემ წინაშე არიან პასუხისმგებლები... მათ მხარდამჭერებს მიღმა თუ არსებობს [ადამიანი], რომელიც მენდობა, აირჩიეთ რომელიმე მათგანი...", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფორმულას" ეთერში საუბრობს და ქარტიის ხელმომწერ 4 ოპოზიციურ პარტიას კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

"...მიეცით ხმა პარტიას, რომელიც უფრო ახლოს არის თქვენს გემოვნებასთან და მსოფლმხედველობასთან. იცოდეთ, რომ ეს პარტიები არიან ჩემს წინაშე ვალდებულები და პასუხისმგებლები, რომ შეასრულონ ქართული ქარტია, რომელიც არის სამოქმედო გეგმა, რომ შევიდეთ ძალიან სწრაფად ევროკავშირში და მე ამათ, ყველაფერ ამაზე პასუხს მოვთხოვ, ასე რომ ეს არიან ამ პარტიის ამომრჩევლები, თუმცა თუ არსებობს ამათ იქით [ადამიანი], რომელიც მე მენდობა და ენდობა იმას, რომ მე მაქვს ის გარანტიები მიღებული ჩვენი პარტნიორებისგან, აირჩიეთ რომელიმე, რადგან ესენი არიან მედიატორები იმისთვის, რომ ჯამში მივიღოთ ის პროცენტები, რომელიც შექმნის შესაძლებლობას, რომ მარტივად იყოს მიღებულ ის გადაწყვეტილებები, რომელიც გვიწერია. მარტივად გავაუქმოთ ის რუსული კანონები და ეს იქნება ძალიან სწრაფად გასაკეთებელი. ასე, რომ თქვენ გადანაწილდით როგორც გირჩევნიათ და ამ ფორმით ქარტიის ხმები მეც მომეცით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი