"ადვოკატები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ [ივანიშვილი], რომ ეს არ იყო ამერიკული სანქციები... ეს არ დაიჯერა, ჩაჯდა კონსპირაციაში, რომ ყველა მას ებრძვის" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"ადვოკატები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ [ივანიშვილი], რომ ეს არ იყო ამერიკული სანქციები... ეს არ დაიჯერა, ჩაჯდა კონსპირაციაში, რომ ყველა მას ებრძვის", - განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ფორმულა"-სთან ინტერვიუში.

"მის [ბიძინა ივანიშვილის] ირგვლივ ადამიანები, მისი ადვოკატები ცდილობენ დაერწმუნებინათ, რომ ეს არ იყო ამერიკული სანქციები, რომ ასეთი კონსპირაცია და სანქციები გამოუცხადებლად არ ხდება ამერიკისგან. თანაც შვეიცარიულ ბანკზე ვის აქვს დღეს გავლენა, არ ვიცი. მოკლედ, ეს არ დაიჯერა. ჩაჯდა ამ კონსპირაციაში, რომ ყველა მას ებრძვის. დღეს, გამოდის ამ კონსპირაციიდან და თურმე, არაფერი ყოფილა "ყველაფერს დავალაგებ, რადგან ფული დამიბრუნეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი