სოფელი ინგირი, აეროპორტის ტერიტორია, 19:00 | "კოალიცია ცვლილებისთვის" მზადება წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებისთვის

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიებისთვის ემზადება. შეკრების ადგილი სამეგრელოა, სოფელი ინგირი - აეროპორტის ტერიტორია. დრო: შვიდი საათი. შემთხვევითი არ არის ადგილი, რომელიც კოალიციამ არჩევნებამდე საბოლოო შეკრებისთვის შეარჩია, ამ ტერიტორიას სიმბოლური დატვირთვა აქვს - "მთებს მიღმა აფხაზეთია".

ხვალ აქ ელოდებიან ყველას, ვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი სურს, ყველას, ვისაც თვეების განმავლობაში სამეგრელოს სოფლებში კარდაკარ პირადად ხვდებოდნენ, ესაურებოდნენ, აზრებს უცვლიდნენ და თანხმდებოდნენ, რომ როგორც სამეგრელოში, ისე ქვეყანაში, ახლა ცვლილების დროა.

ხვალინდელ ღონისძიებას კოალიციის წევრებისთვისაც და მათი მხარდამჭერებისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ხვალ, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე შეხვედრის პარალელურად "ქართული ოცნება" მოქალაქეებს თბილისში ისევ იძულებით კრებს და მხარდამჭერებად ასაღებს. 

მთავარი განმასხვავებელი კი სწორედ ახალგაზრდები არიან, თაობა, რომელიც მმართველ პარტიას მასობრივად გაემიჯნა, საკუთარ მომავალზე ზრუნვაც თავად გადაწყვიტა და ახლა ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში ზურგის გამაგრებას უფროს თაობას სთხოვს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ბოლო მასშტაბური წინასაარჩევნო ღონისძიება ინგირში ხვალ იქნება, 26 ოქტომბერს კი ქვეყნის პროდასავლელი მოსახლეობა საარჩევნო ყუთებთან ისტორიულ გადაწყვეტილებას საბოლოოდ გააფორმებს.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი