ემიგრაციის ზრდა და შობადობის დრამატული კლება | საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, 40 წელიწადში, შესაძლოა, განახევრდეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 40 წელიწადში, შესაძლოა, განახევრდეს - საგანგაშო კვლევას გაერო აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდის ტემპი შარშანდელთან შედარებით ერთი პროცენტითაც კი არაა გაზრდილი. საერთაშორისო ორგანიზაცია შობადობის დრამატულად კლებას ემიგრაციის რეკორდულად გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირებს და ამბობს, რომ თუ შობადობის კლება მზარდ ემიგრაციასთან ერთად მომავალშიც გაგრძელდება, მოსახლოების რაოდენობის შემცირება გარდაუვალი იქნება.

თამარ ლამაზოშვილი ადვოკატია და წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს. ის ქართველ თავშესაფრის მაძიებლებს იურიდიულ დახმარებას ლონდონიდან უწევს. თამარ ლამაზოშვილი "მთავარ არხს" უყვება, რომ დღის განმავლობაში დახმარების თხოვნით არაერთი ქართველი ემიგრანტი ურეკავს, რომლებიც ოჯახის სარჩენად სამშობლოდან მრავალი კილომეტრით არიან გადახვეწილი. 

ბოლო ათ წელში საქართველო 800 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, მხოლოდ 1 წლის განმავლობაში  კი საქართველოდან 100 ათასზე მეტი  ახალგაზრდა წავიდა ემიგრაციაში წასულებიდან უმეტესობა 30 წლამდე ახალგაზრდაა. მთავარ მიზეზებად ოპოზიცია უპერსპექტივობას, არასტაბილურობას, სოციალურ ფონსა და ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი