აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ, თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა | Financial Times

გამოქვეყნდა:

აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ, თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა. ინფორმაციას Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მიღებული შეზღუდვების შესახებ საჯაროდ "პოლიტიკური მგრძნობელობის" გამო არ გამოაცხადეს.

მათივე ცნობით, საექსპორტო შეზღუდვებში მოხვდა დასავლური წარმოების 50-მდე ტიპის საქონელი.

სიაშია ელექტრონიკა, მაგალითად, მიკროჩიპები, დისტანციური მართვის სისტემები, პროცესორები და მეხსიერების ბარათები, რომლებიც გამოიყენება რაკეტებსა და დრონებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი