პოლონეთი პოზნანში რუსეთის საკონსულოს ხურავს | არ გამორიცხავენ ქვეყნიდან ელჩის გაძევებასაც

გამოქვეყნდა:

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის ინფორმაციით, პოლონეთის ტერიტორიაზე დივერსიების მცდელობების საპასუხოდ, პოლონეთი ქალაქ პოზნანში რუსეთის საკონსულოს ხურავს.

"მივიღე გადაწყვეტილება, გავაუქმო თანხმობა პოზნანში რუსეთის ფედერაციის საკონსულოს ფუნქციონირებაზე", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები ქვეყანაში პერსონა ნონ გრანტებად იქნებიან აღიარებული. 

"[რუსეთის] ელჩს თუ გავაძევებთ, ისინი, რა თქმა უნდა, ამავეს გააკეთებენ. ჯერ ეს არ მომხდარა, მაგრამ დივერსიები თუ გაგრძელდება, ამის გამორიცხვა არ შეიძლება", - განაცხადა სიკორსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი