"ოცნების" აქცია | დედაქალაქი პარალიზებულია, თავისუფლებაზე სცენას აწყობენ

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი შეკრების გამო,  დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია. ამ წუთებში შეფერხებულია მოძრაობა ბარათაშვილის ხიდთან, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის  გამზირი კი სრულადაა გადაკეტილი.

ოლიგარქისა და მისი პარტიის დასკვნითი საარჩევნო ღონისძიებისთვის დედაქალაქში 2 დღეა ემზადებიან.  თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი, სადაც ივანიშვილისთვის სპეციალურ ე.წ. აკვარიუმს დადგამენ და საიდანაც ის საღამოს, თბილისიდან და რეგიონებიდან მიყვანილ საჯარო მოხელეებსა და პარტაქტივს მიმართავს. 

ავტორი: მარიამ ელიბაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი