ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს დაინიშნა

გამოქვეყნდა:

ბელარუსში 2025 წლის 26 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება - გადაწყვეტილება წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე მიიღეს. 

„ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციის 81-ე მუხლის, საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს წარმომადგენელთა პალატა არა უგვიანეს ხუთი თვისა და იმართება კვირას, არა უგვიანეს წინა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე. ბელარუსის რესპუბლიკის 83-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი ფიცის დადების მომენტიდან იღებს უფლებამოსილებას. წინა პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა 2020 წლის 23 სექტემბერს. შესაბამისად, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივლისისა.

ძირითადი კანონი არ კრძალავს არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარებას, კრძალავს მათ ჩატარებას დადგენილ ვადაზე გვიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აზრით, 2025 წლის 26 იანვარი ითვლება ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ოპტიმალურ თარიღად.“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი