ტერორისტული თავდასხმა ანკარაში, აეროკოსმოსური კომპანიის შენობის წინ | დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი

გამოქვეყნდა:

თურქეთში, ანკარაში, საჰაერო კოსმოსურ კომპანია TUSAS-ზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა

დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი და დაშავდა 14.

როგორც მედია წერს, თავდამსხმელები კომპანიის შენობასთან ტაქსით მივიდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა, მისმა თანამზრახველებმა კი სროლა დაიწყეს. 

TUSAS არის მსხვილი სააქციო საზოგადოება. კომპანია ქმნის და აწარმოებს თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, უპილოტო საფრენ აპარატებს და კოსმოსურ თანამგზავრებს - როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი