რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი, პარალიზებული მეტრო და თბილისის ქუჩები | "ოცნების" აქცია და პროპაგანდა თავისუფლების მოედანზე

გამოქვეყნდა:

შემაჯამებელი შეხვედრა გამართა დღეს "ქართულმა ოცნებამ", რისთვისაც მათ განსაკუთრებული მობილიზება დასჭირდათ. დილიდან სრულად იყო დაკეტილი თავისუფლების მოედანი და ყველა ობიექტი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. იმისთვის, რომ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველისა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიმართვას მხოლოდ ჩაწერილი ტაშის ფონზე არ ჩაევლო, მსმენელები ისევ საგანგებოდ ჩამოიყვანეს რეგიონებიდან.

ახალი კი "ქართული ოცნების" ლიდერებს და ოლიგარქ ივანიშვილს არაფერი უთქვამთ, მხოლოდ პროპაგანდა და მუქარა ოპონენტების მისამართით. თუმცა "ოცნების" დამფუძნებლის გამოსვლის ეს ნაწილი "ქართული ოცნების" აქციაზე მისულ მოქალაქეებს აღარ მოუსმენიათ, ხალხის ნაწილმა თავისუფლების მოედნი ოლიგაქრის სიტყვის დასრულებამდე დატოვა.

"ოცნების" აქციის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგაც თბილისი პარალიზებული იყო. მეტრო თავისუფლების მოედანი კი მგზავრებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საერთოდ ვერ ემსახურებოდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი