სამეგრელოში "კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, სოფელ ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე, "კოალიცია ცვლილებისთვის" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა - კოალიციის ლიდერებმა ამომრჩეველს მიმართეს და 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. მათი თქმით, ამ არჩევნებზე ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვა გაფორმდება.

"გამარჯვება ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს! უკან დახევა არ გამოვა! ყველანი არჩევნებზე!" - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას მიმართვა სრულად:

"ამ გამარჯვებას და ჩვენს ევროპულ წიაღს მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენი გვაშორებს... ევროპა არის აწმყო, რომელსაც 26-ში ჩვენივე შემართებით შევქმნით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას მიმართვა სრულად:

"არჩევანი ძალიან ნათელია... ეს ბრძოლა მოგებული გვაქვს და 26-ში უბრალოდ უნდა გავაფორმოთ", - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართვა სრულად:

"საქართველოს ხუთჯვრიან დროშასთან ერთად, ყოველთვის ამაყად იფრიალებს ევროკავშირის ვარსკვლავებიანი დროშა. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. ერთად გავიმარჯვებთ!", - განაცხადა ნანა მალაშხიამ.

ნანა მალაშხიას მიმართვა სრულად:

"ყველგან, სადაც საქართველოა, იმარჯვებს ერთი იდეა - საქართველო არის ევროპა და საქართველო არის ქრისტიანული ცივილიზაცია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას მიმართვა სრულად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი