აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვრის ჩაკეტვასთან ერთად საპოლიციო კონტროლსაც აძლიერებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილების შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა გადაწყვეტილება მიიღო  ე.წ საზღვარზე არსებული ვითარება დამატებით საპოლიციო ძალების მეშვეობით გააკონტროლოს.

ე.წ.  უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებით, "პრეზიდენტისგან" მიღებული დავალებით, ოკუპირებულ გალის რაიონში გარკვეულ ძალებს შეიყვანენ "მესაზღვრეების სამუშაოს გასაძლიერებლად".

ლოლუას სიტყვებით, მსგავსი პრაქტიკისთვის მანამდეც მიუმართავთ და ე.წ. საზღვარი ჩაუკეტავთ დანარჩენ საქართველოსთან, "რიგი მოვლენების გათვალისწინებით“ .მანამდე გახდა ცნობილი დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გამო 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით ჩაკეტოს ე.წ. საზღვარი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მიუთითა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებზეც. მისი თქმით, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მათ "შესაძლოა აქცენტი აფხაზეთზე გადაიტანონ“. ლოლუას მიერ მოყვანილი ყველა ციტატა მმართველი პარტიის, "ქართულმა ოცნების" საარჩევნო ვიდეოდან იყო თარგმნილი და "მეორე ფრონტის" გახსნის ნარატივს უკავშირდებოდა.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი