ხელისუფლების ოპონენტებზე მორიგი თავდასხმა გურიაში მოხდა. ოზურგეთში "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს რამდენიმე პირი დაესხა თავს. ისინი ოპოზიციონერებს პლაკატების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ოპოზიციურ გაერთიანებაში ამბობენ რომ თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი ჭიდაობის გურიის ფედერაციის პრეზიდენტი გუგა ცინცაძეა.