სისტემური კორუფციის ნიშნები მმართველი პარტიის მიერ შემოწირულებების მოზიდვის პროცესში | TI-მ წინასაარჩევნო დაფინანსებაზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა

გამოქვეყნდა:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ წინასაარჩევნო პერიოდში 8 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსება შეისწავლა და შუალედური ანგარიში წარმოადგინა. როგორც TI-ის ანგარიშშია ნათქვამი შესწავლის შედეგად კვლავ გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ მკვეთრი ფინანსური უპირატესობა სხვა პარტიებთან შედარებით.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯებიდან - მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი დახარჯა ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად აღებული (53%), რასაც განაპირობებდა წლის დასაწყისიდან მიღებული შემოწირულებების დიდი რაოდენობა (13.4 მლნ ლარი).

TI-ის განცხადებით, კვლავ შეშფოთებას იწვევს სისტემური კორუფციის ნიშნები მმართველი პარტიის მიერ შემოწირულებების მოზიდვის პროცესში.

"დონორების მნიშვნელოვანი ნაწილი შემოწირულების პარალელურად მრავალმილიონიან სახელმწიფო კონტრაქტებს და სუბსიდიებს იღებენ. ანტიკორუფციული ბიურო ასეთი შემოწირულებებით არ ინტერესდება, თუმცა ის წინასაარჩევნო პერიოდში ავიწროვებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პირდაპირ ასრულებს პრემიერ-მინისტრის დავალებებს, რითიც საბოლოოდ ძირს უთხრის მის მიმართ ნდობას." - ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკის შემცველ შემოწირულობებზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებში 684 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღეს. სანაცვლოდ, აღნიშნულმა შემომწირველებმა 2024 წელს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ 3.1 მლნ ლარი გაიღეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი