"მადლობა"... "გმირები არიან"...| მშვიდობიანი აქციების დამრბევ და აშშ-ის მიერ სანქცირებულ "ხარებასა" და მის მოადგილეს კობახიძე და გომელაური აქებენ

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების დამრბევ გდდ-სა და მის ხელმძღვანელობას პრემიერიც და შს მინისტრის მადლობას უხდიან. ხარებასა და მილერი ლაგაზაურს კობახიძემ და გომელაურმა დღეს "სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის" შეაქეს და "გმირებად" მოიხსენიეს:

"მინდა მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს გაწეული სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე, განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირებს, მადლობას ვუხდი ამ დეპარტამენტის, ამ სამსახურის თითოეული წარმომადგენელს, რა თქმა უნდა მათზე არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა“, - თქვა კობახიძემ.

"რაც შეეხება მადლობის თქმას, მინდა ყველას ვუთხრა მადლობა, შსს-ს თანამშრომლებს, განსაკუთრებულად გდდ-ის სპეცდანიშნულების ბაზაზე ვართ და მათ. ეს ადამიანები იცავენ ყოველთვის სამშობლოს, მოქალაქეებს, ომშიც მონაწილეობდნენ. არიან გმირები მართლა, ბატონო ზვიადიც და ლაგაზაურიც"- თქვა გომელაურმა.

გარდა ამისა, გომელაურმა დღეს აღნიშნა, რომ "გაუგებარია" რატომ დასანქცირდა "ხარება", რადგან ბრძანებებს თვითონ გასცემს. გომელაურს ჰგონია, რომ არჩევნების მერე აშშ-ის სანქციები "მოიხსნება":

„რაც შეეხება სანქციების საკითხს, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღმოიფხვრება ეს თემა და სანქციები არჩევნების შემდეგ მოიხსნება. ნამდვილად გაუგებარია, რატომ უნდა დასანქცირდნენ. მაშინ ბრძანება ვინ გასცა? ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 16 სექტემბერს ფინანსური სანქციები დაუწესა გდდ-ის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს [ხარება] და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი