მხოლოდ ოქტომბერში, არჩევნებსა და რეფერენდუმში ამომრჩევლების მოსასყიდად რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა | გამოძიება

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, მხოლოდ ოქტომბერში, არჩევნებსა და რეფერენდუმში ამომრჩევლების მოსასყიდად რუსეთიდან "პრომსვიაზბანკის" აპლიკაციით, მოლდოვაში 24 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა. პოლიციის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, "პრომსვიაზბანკის" გამოყენებით ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემამ მოქმედება გაზაფხულის ბოლოდან დაიწყო და შემოდგომაზე, არჩევნებისა და რეფერენდუმის წინა დღეს, გადარიცხვების რაოდენობა გაიზარდა.

გამოძიების მიხედვით, სექტემბერში გადარიცხვების საერთო თანხა 15 მილიონი იყო, ხოლო ოქტომბრის ბოლო მონაცემებით, გადარიცხვებმა 39 მილიონ დოლარს მიაღწია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სისტემაში დარეგისტრირდა 138 ათასი ნომერი მოლდოვიდან.

დღემდე, სამართალდამცავებმა ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემაში ჩართული 520-ზე მეტი პირი დააფიქსირეს. მათ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან დიდი ჯარიმა ემუქრებათ.

მოლდოვის პოლიცია აცხადებს, რომ მოსყიდვის სქემის უკან ქვეყნიდან გაქცეული პრორუსი მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი დგას.

შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რეფერენდუმში კი გამარჯვება ევროინტეგრაციის მომხრეებმა მოიპოვეს. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი