შევახსენებ საერთაშორისო ლიდერებს, რომ დღეს გაეროს დღე მთელ მსოფლიოშია და არა სადმე ყაზანში | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის მიერ წარდგენილი გამარჯვების გეგმის სრულად განხორციელების შემდეგ რუსეთს სამშვიდობო სამიტზე ვიხილავთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტზე განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინამ პარტნიორებს წარუდგინა გამარჯვების გეგმა, რომელიც შეიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთს, სამართლიანი მშვიდობის გარდა, ყოველგვარი ალტერნატივა წაერთვას, რომლის იმედიც ახლა აქვს.

"ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერი შეიკრიბა პუტინის სამიტზე ყაზანში. მათ შეუძლიათ, გადაიყვანონ ჯარები ჩრდილოეთ კორეიდან უკრაინის ფრონტთან ახლოს, იმ არგუმენტით, რომ ხდება სავარაუდო "დაძაბულობის პრევენცია". ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გამარჯვებული ვერ იქნება დამნაშავე, რომელიც ანადგურებს. თუ ჩვენ მოვახერხეთ ამ ომის სამართლიან დასასრულამდე მიყვანას, ნებისმიერი სხვა ერი, რომლის წინააღმდეგაც მსგავსი აგრესია შეიძლება დაიგეგმოს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მსოფლიოს ექნება ძალა, დაიცვას საერთაშორისო სამართალი. როდესაც და თუ გამარჯვების გეგმა სრულად განხორციელდება, ჩვენ ვნახავთ რუსეთს სამშვიდობო სამიტზე. და მინდა შევახსენო საერთაშორისო პოლიტიკურ ლიდერებს, რომ დღეს გაეროს დღე მთელ მსოფლიოშია და არა სადმე ყაზანში." აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთის ქალაქ ყაზანში დღეს  BRICS-ის სამიტი იმართება, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ესწრება.  
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი