"ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით ნათელი მომავლისთვის" | ჯო უილსონის მიმართვა ქართველებს

გამოქვეყნდა:

"ამერიკა დგას ქართველი ხალხის გვერდით ნათელი მომავლისთვის", - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საუბრობს და ქართველი ხალხისთვის სპეციალურ 
ვიდეომიმართვას ავრცელებს.

უილსონი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.

"26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი მომენტია არაჩვეულებრივი ქართველი ხალხისთვის. ქართველი ხალხის ნება ნათელია, მათ სურთ მთავრობა, რომელიც ირჩევს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებთან სიახლოვეს, კანონის უზენაესობას,  გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. ისინი ეწინააღმდეგებიან ომის დამნაშავე პუტინის მცდელობას, რომ წაართვას დამოუკიდებლობა და რომელიც ამაოდ ცდილობს თავიდან შექმნას საბჭოთა კავშირი. ევროკავშირი და NATO გთავაზობთ დაცულ მომავალს, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ ღირებულებებს. ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობა ძლიერია. მეგობრობის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატები დგას ქართველი ხალხის გვერდით ნათელი მომავლისთვის", - აცხადებს კონგრესმენი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი