"ევროკავშირის გაფართოება იქნება ძირითადო ფოკუსი პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს" | ტუსკი

გამოქვეყნდა:

"ევროკავშირის გაფართოება იქნება ძირითადო ფოკუსი პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა სერბეთის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა.

"მალე ჩვენ ევროკავშირის თავმჯდომარეობას გადმოვიბარებთ. პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს, გაფართოება, სერბეთთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩათვლით, ჩემი ყურადღების ცენტრში იქნება. 

[...]

ვიცი, რომ ეს არის რთული პროცესი. ვიცი, რომ არის იმედგაცრუებები ორივე მხარეს, ყოველთვის ყველას არ ესმის ერთმანეთის. სერბეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში არ არსებობს გაუგებრობები ან პრობლემები, რომლებსაც ვერ გადავწყვეტდით და რომლებიც გაფართოებისთვის დაბრკოლება იქნებოდა“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას უნგრეთისგან იანვრიდან გადაიბარებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი