18 წლის განმავლობაში პირველად, უნგრეთში ორბანის პარტია ყველაზე პოპულარული აღარ არის

გამოქვეყნდა:

პირველად 18 წლის განმავლობაში, ვიქტორ ორბანის პარტია, "ფიდესი" არ არის ყველაზე პოპულარული უნგრეთში. ანალიტიკური ცენტრის, „პუბლიკუს ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მას ოპოზიციურმა პარტია, "ტისამ" გადაუსწრო.

გამოკითხვა 11 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობაში პიტერ მადიარის ოპოზიციურ პარტიას 24% უჭერს მხარს, ვიქტორ ორბანის პარტიას კი 23%. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თქვეს, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ხმები ასე გადანაწილდა: "ტისა"- 39%; "ფიდესი" 37%.

„ჩვენ ისტორიას ვწერთ. 18 წელია მსგავსი არაფერი გვინახავს. უნგრეთმა გაგზავნა შეტყობინება: ვიქტორ ორბანის რეჟიმი დასრულდა“, - განაცხადა იტერ მადიარმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი