"ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რომ რაღაცა ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი" | პრეზიდენტი ოლიგარქისთვის სავარაუდო უსაფრთხოების გარანტიებზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რომ რაღაცა ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საუბრობს და პასუხობს შეკითხვას, რა ტიპის საუბრები იყო უცხოელ პარტნიორებთან ოლიგარქი ივანიშვილისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნს შესახებ. 

"...ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რომ რაღაცა ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი. მეტი კონკრეტიკა არ არსებობს და არც იარსებებს. დღეს მთავარი არის არჩევნების შედეგი და ეს იქნება მთავარი გარანტია სტაბილურობის და ყველას მომავლის", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

მისივე თქმით, ახლა მთავარი ქართველი ხალხის ნების 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებაა.

"მე შევასრულებ იგივე როლს რაც აქამდე. მთავარი ბერკეტი რაც არსებობს, არის ხალხი და ის ნება, ხალხის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე, დიდი აქტივობით და ნამდვილი, ნაღდი ცხადი შედეგი არჩევნებში. მერე ყველაფერი ამას მოყვება. რაც საჭირო იქნება, ეს გამოცდილი არის საერთაშორისო დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ მაქსიმალურად სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი