"გავითვალისწინე ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა [პრემიერის კანდიდატურის წარდგენა] არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო" | სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"გავითვალისწინე ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა [პრემიერის კანდიდატურის წარდგენა] არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო", - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას, რა ვადებში დასახელდება პრემიერმინისტრის კანდიდატურა.

"ქარტია ასწავლებინებს, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერმინისტრს, მაგრამ დემოკრატია ის არის, რომ ერთმანეთის ყველაფერი გავითვალისწინოთ და მე გავითვალისწინე, ამ შემთხვევაში, ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ჯობდა ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს და ვნახავთ, რაზე შევთანხმდებით, როდის შევთანხმდებით. ასევე არსებობს საკონსტიტუციო ვადები. ამ ვადებში უნდა იყოს წარდგენილი პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება ალბათ, საუბრები იქნება, ეს არის დემოკრატია. ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში. ბევრად უფრო მარტივია ერთი კაცის ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არის საზოგადოებისთვის მარტივი და მისაღები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი