მეუფე იაკობის მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საჭიროებას „ოცნებაში“ ვერ ხედავენ

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მეუფე იაკობის მძიმე მხილებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავენ. საქმე ეხება მეუფის სატელევიზიო განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ, პატრიარქის გადაყენებაზე იყო საუბარი.

„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის თქმით, მეუფე იაკობის განცხადებები მტკიცებულებებს მოკლებულია და გამოძიების დაწყება არ არის აუცილებელი.

„უამრავი განცხადება კეთდება, რომელსაც საფუძველი არ აქვს, მტკიცებულება არ აქვს, სხვადასხვა მდგომარეობაშია გაკეთებული, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან და არ შეიძლება, რომ პროკურატურა ამ ცხელ ვითარებაში ყველა საკითხზე ღძრავდეს სისხლის სამართლის საქმეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კალაძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ მეუფის სიტყვები.

„პოლიტიკოსებს, ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხელი არ შევუწყოთ შფოთვას, რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში. საოცარ განცხადებებს ვისმენთ, პოლიტიკურ შეფასებებს. ვხედავთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, რომ არსებული სიტუაცია თავისი ვიწრო, პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს, ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი მიდგომა და დამოკიდებულება, ეს გვაზარალებს ყველას ჩვენ“, - განაცხადა კალაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი