
აჭარაში კლინიკები უმწვავესი სიმპტომების მქონე პაციენტებს ვეღარ იტევენ. კოვიდინფიცირებულები უკვე რამდენიმე დღეა, სამედიცინო დაწესებულებებიდან კარანტინში მასობრივად გადაყავთ.
ორმხრივი პნევმონიის მიუხედავად, შუახნის მამაკაცი დანიშნულების გარეშე გაუშვეს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან.
ინფიცირებული პაციენტი ამბობს, რომ საკარანტინე ზონაში წამლებისა და მედპერსონალის გარეშე დარჩა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია, რომელიც აჭარაშია, ამბობს, რომ ბათუმში, 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულია -9 . გარდა ამისა, ეზიგბაია საწოლფონდის მობილიზებაზე საუბრობს.