Reuters ნანა მალახშიას ინტერვიუსა და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე სტატიას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე Reuters-ი სტატიას აქვეყნებს. გამოცემა "კოალიცია ცვლილებებისთვის" სარჩევნო სიის პირველ ნომერს, ნანა მალაშხიას ესაუბრა და მისგან მოისმინა, რატომ მიიჩნევა საგარეო ვექტორის განმსაზღვრელად მოახლოებული არჩევნების შედეგები.

Reuters-ი წერს მმართველი პარტიის მიერ თბილისში გამოკრულ ბანერებზეც და მკითხველს უყვება, რომ ომი "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიის მთავარს საკითხად აქცია.

"ნანა მალაშხია პოლიტიკაში მოხვედრას არასდროს აპირებდა, მაგრამ 48 წლის ყოფილმა საჯარო მოხელემ საქართველოში პოპულარობა მოიპოვა 2023 წელს, ეგრეთ წოდებული „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, მას შემდეგ რაც გადაიღეს ევროკავშირის დროშის ფრიალით პოლიციის წყლის ჭავლთან ერთად.

ვიდეომ იგი ოპოზიციის მხარდამჭერი ქართველების ხატად აქცია, რომლებიც შიშობენ, რომ "უცხოელი აგენტების კანონი" ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს და სურთ, რომ მისი ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გადადგეს.

ახლა, მას შემდეგ, რაც დატოვა სამსახური თბილისის მერიაში და თავი პოლიტიკას მიუძღვნა, მალაშხია არის არჩევნების ცენტრში, როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის", ქვეყნის ოთხი მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთ-ერთის მთავარი კანდიდატი.

"მე ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც არ უყვარს საჯაროობა. მაგრამ როდესაც გადავწყვიტე პოლიტიკაში შესვლა, გამოვედი ჩემი კომფორტის ზონიდან. რადგან მივხვდი, რომ ეს არჩევნები წინა ხაზია", - განუცხადა მან Reuters-ს.

[...]

საქართველოს პოლიტიკა დიდი ხანია ღრმად პოლარიზებულია, ძირითადი მედია საშუალებების უმეტესობა ან აშკარად პრო-სამთავრობო ან ოპოზიციის მომხრეა.

ოპოზიციის მხარდამჭერები ხშირად უწოდებენ მმართველ პარტიას „რუსულ ოცნებას“ და ადანაშაულებენ მის დამფუძნებელს, მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დიდი ჩრდილოელი მეზობლის და ყოფილი იმპერიული ბატონის მიმართ სიმპათიაში.

[...]

კრიტიკოსები სახლში და მის ფარგლებს გარეთ ადანაშაულებენ „ქართული ოცნებას“ რუსეთთან კავშირების აღდგენის მცდელობაში, და, ამავდროულად, ევროკავშირში გაწევრიანების შანსების მიზანმიმართულად შემცირებაში, რაც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ქართველების უმეტესობას არ მოსწონს.

"ახლა ჩვენ გვაქვს რეფერენდუმი. ჩვენ ვირჩევთ ევროპასა და რუსეთს შორის", - განაცხადა მალაშხიამ.

მალაშხიასთვის ევროკავშირში გაწევრიანება საკვანძოა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად მოსკოვისგან, რომელიც ქვეყანას მართავდა 200 წლის განმავლობაში და აგრძელებს სეპარატისტთა მხარდაჭერას საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში.

მან თქვა: "ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს გეოგრაფიას. რუსეთი ყოველთვის იქნება მეზობელი. სწორედ ამიტომ გვჭირდება ძლიერ მოკავშირეებთან ყოფნა და ეს ძლიერი მოკავშირეები ევროკავშირში არიან".

2008 წელს საქართველომ წააგო რუსეთთან ხუთდღიანი ომი. "ქართულმა ოცნებამ" რუსეთთან მშვიდობის შენარჩუნება თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცია. თბილისში ბილბორდებზე ნაჩვენებია ხელუხლებელი ქართული ქალაქები განადგურებულ უკრაინულ ქალაქებთან ერთად, წარწერით „არა ომს! აირჩიეთ მშვიდობა" , - წერია სტატიაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი