"არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, დღის წესრიგშია ინდივიდუალური სანქციებიც, მაგალითად ქართველი მაღალჩინოსნებისთვის" | იოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, დღის წესრიგშია ინდივიდუალური სანქციებიც, მაგალითად ქართველი მაღალჩინოსნებისთვის", - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი "მთავარ არხთან" საუბრობს. მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორები უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც აქტიურად განიხილავევენ.

ახლახან დავბრუნდი ბრიუსელიდან, სადაც დიპლომატებს საქართველოს არჩევნებზე ვესაუბრე. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლაინ გარემოში, მაგრამ ამავდროულად ისინი ყველა სცენარისთვის ემზადებიან. მათ ნათლად თქვეს, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნების 55% - რომლებიც თანხმდებიან, რომ შეაჩერონ ვიზალიბერალიზაცია, თუ არჩევნების შემდეგ იქნება სიტუაცია გაუარესდება - იგულისხმება თუ იქნება მასობრივი ძალადობისა და არჩევნების გაყალბების მცდელობა. ევროკავშირი პოტენციურად ამ შემთხვევისთვისაც ემზადება, მაგრამ ეს ბოლო საკითხია.

დღის წესრიგშია ასევე ინდივიდუალური სანქციები, მაგალითად ქართველი მაღალჩინოსნებისთვის. ევროკავშირში საქართველოს ცოტა მეგობარი დარჩა - ძირითადად უნგრეთი და სლოვაკეთი, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად ბრიუსელში უმრავლესობის თანხმობა ამ საკითხზე რეალურად უკვე არსებობს. ჩემი აზრით, ევროკავშირში მინიმუმ 8 ქვეყანა მაინც იქნება, რომლებიც სიის სათავეში არიან და თანახმა არიან, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა.

რა თქმა უნდა, თავის მხრივ ევროკავშრის არ უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა დაზარალდეს. ყველა ყურადღება ახლა თქვენს ქვეყანაში არჩევნების ჩატარებაზეა მიმართული. ყველაზე ტრაგიკული მაინც ისაა, რომ თუ არჩევნებზე ძალადობა ან გაყალბება იქნება, ევროკავშირზე თქვენი "ოცნება" სამუდამოდ მოკვდება, - ამბობს იოზვიაკი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი