"ივანიშვილმა თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას, რომ მისმა პარტიამ დაკარგა მხარდაჭერა" | ჰამილტონი

გამოქვეყნდა:

"ივანიშვილმა თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას, რომ მისმა პარტიამ დაკარგა მხარდაჭერა", - ამის შესახებ ბრიტანელი ანალიტიკოსი, ლონდონის საკრებულოს წევრი, დანიელ ჰამილტონი "მთავარ არხთან" საუბრობს. მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა და ამ დღეს, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ევროპას თუ რუსეთს.

ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმარჯვებს, თუ ყალბ ბიულეტენებს ჩაყრის და შედეგების ფალსიფიცირებას მოახდენს. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შედეგები გამოცხადდება, ოთხივე მთავარი ოპოზიციური პარტია ერთად ავიდეს სცენაზე პრეზიდენტთან ერთად, გადადონ გვერდით განსხვავებები და შექმნან ერთიანი, კოალიციური პროდასავლური მთავრობა, რომელიც მოემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს და არა ბიძინა ივანიშვილის საბანკო ანგარიშებსა და ვლადიმირ პუტინის კაპრიზებს. 

ბოლო 15 წლის განმავლობაში სისტემატიურად დავდივარ საქართველოში და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ქვეყნის რეპუტაცია მნიშვნელოვან დასავლურ დედაქალაქებში, ქნება ეს ბრიუსელი, ვაშინგტონი თუ ლონდონი, არასდროს ყოფილა ასეთი დავარდნილი. დღეს ფართოდ არის ცნობილი, რომ საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ, პროდემოკრატიულ გზას, რისი მთავარი მიზეზიც ბიძინა ივანიშვილის კორუფციული მმართველობაა. დღეს საქართველოში ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს დასავლეთში არ აქვს მზარდაჭერა და ერთადერთი, რასაც ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს, ეს არის დემოკრატიული ცვლილება.

ბიძინა ივანიშვილმა თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას. მისმა პარტიამ დაკარგა მხარდაჭერა ადგილზე. ქართველი ხალხი ვეღარ ხედავს ევროპასთან დაახლოების შედეგად მიღებულ სარგებელს, ქართველი ხალხი არასდროს ყოფილა უფრო შორს ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებისგან. ამიტომ, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი გააყალბებს არჩევნებს და გამოიყენებს ძალას თბილისის ქუჩებში, მაშინ მას დაუწესდება უმძიმესი საერთაშორისო სანქციები, რაც არის ძალიან მინიმუმი იმისა, რასაც ისინი იმსახურებენ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ოცნებები წაართვეს ბოლო 12 წლის განმავლობაში.

არავის სურს, რომ ეს არჩევნები სკანდალურ სპექტაკლად გადაიქცეს. საუკეთესო შედეგი ქართველი ხალხისთვის იქნება, რომ ხვალ საღამოს ოპოზიცია გამოცხადდეს გამარჯვებულად და მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რის შემდეგაც ამ ქვეყანას კვლავ ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც ქვეყანას დასავლეთისკენ, ეროკავშირისკენ და ნატოსკენ დაიწყვანს. მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს ასე იქნება", - ამბობს ჰამილტონი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი