"მოგიწოდებთ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები!" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა პოლიციელებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველ პოლიციელებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკანონო დავლებები არ შეასრულონ. წერილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ არჩევნებს შემდეგ, მოსახლეობასთან ერთად, პოლიციას ხელისუფლების წნეხისგან გაათავისუფლებს.

"მიმართვა პოლიციელებს. ჩემო ძვირფასებო, საქართველოს ახალი პოლიცია ჩემი პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და ყოველთვის იყო ჩემი და მთელი საქართველოს სიამაყის წყარო. დღეს პოლიციის ღირსებას ფეხქვეშ თელავს ერთი მუჭა მაფიოზების ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ხელისუფლებაში და ემსახურება ოლიგარქს და რუსეთს. ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ ქართველებთან ერთად გაგათავისუფლებთ ამ წნეხისგან. მოგიწოდებთ არ შეასრულოთ უკანონო ბრძანებები! თქვენი მიშა", - წერს ყოფილი პრეზიდენტი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი