ოლიგარქი ივანიშვილის ბანკი, Российский кредит, იყო იმ რუსული სამხედრო მრეწველობის მეწილე, რომლის წარმოებულ იარაღსაც კრემლი 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქი ივანიშვილის ბანკი, Российский кредит, იყო იმ რუსული სამხედრო მრეწველობის მეწილე, რომლის წარმოებულ იარაღსაც კრემლი 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა - ირკვევა, რომ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ბანკი იყო უმსხვილესი წილის მფლობელი იმ რუსულ საწარმოში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იარაღის დიდ ნაწილს ამზადებდა. მაგალითად, ისკანდერის ტიპის რაკეტებს, რომლებიც გორში აფეთქდა და ჭურვებს, რომლებითაც ქართული სოფლები იბომბებოდა.

ქართველი მილიარდერის ამ პროცესში ჩართულობის შესახებ რუსულ საჯარო სივრცეში ყველა მონაცემი მოიპოვება - რუსული ბიზნესის საძიებო სისტემაში ჯგუფი Точность იოლად იძებნება. ირკვევა, რომ ამ სახით ეს კომპანია 1995 წლიდან 2013 წლამდე არსებობდა და გარდაიქმნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა Российский кредит-ის აქციები გაყიდა. 

იხილეთ თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი