რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხვალ არჩევნებზე წასვლა დაგვეზარება | კონტენტკრეატორების მიმართვები გამომწერებს

გამოქვეყნდა:

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხვალ არჩევნებზე წასვლა დაგვეზარება - ამ შინაარსის ვიდეოებს ქართველი კონტენტკრეატორები წერენ, ტიკტოკზე ათავსებენ და ამ გზით ცდილობენ გამომწერებს უთხრან, როგორ შეიცვლება რეალობა, თუ არჩევნებზე წასვლა დაეზარებათ.

ეს ტრენდი გადაიღეს მოცეკვავეებმა, მუსიკოსებმა, ინფლუენსერებმა, მოგზაურებმა, სტომატოლოგებმა, შეფმზარეულებმა - ყველამ, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი ადარდებს.

თუ ადრე ტიკტოკი იყო პლატფორმა, სადაც უმეტესად გასართობი კონტენტი იქმნებოდა, ახლა ატვირთული ვიდეობის უმეტესობა პოლიტიკურია. იმას კი, როგორ გადაიქცა საქართველოში ტიკტოკერობა სამოქალაქო აქტივიზმად თავისი ისტორია აქვს.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი