"ქართველ ამომრჩეველს უწევს აირჩიოს მომავალი რუსეთთან ან ევროპასთან" | CNBC- ი მოახლოებულ არჩევნებზე სტატიას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

"არჩევნები საქართველოში ხშირად მოიხსენიება, როგორც "სასიცოცხლო არჩევნები", რომლებიც გადაწყვეტს, ქვეყანა რუსეთისკენ დაიძვრება, თუ - დასავლეთისკენ", - ამის შესახებ ამერიკული ბიზნესგამოცემა CNBC-ის სტატიას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ახლოდან დააკვირდება 26 ოქტომბრის არჩევნებს, სადაც გადაწყდება "მმართველი პარტია "ქართული ოცნება" - რომლის პოზიციაც, ბოლო რამდენიმე წელია, მტკიცედ პრორუსულად იქცა - შეინარჩუნებს ძალაუფლებას თუ ჩანაცვლდება პროდასავლური ოპოზიციური პარტიებით".

CNBC-ის სტატიაში ხაზგასმულია 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა ქვეყნისთვის და გაიგივებულია სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გამოცდილებასთან, რომლებსაც არჩევანის გაკეთება, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოუწიათ.

"ხელისუფლებამ, "ქართული ოცნების" მმართველობით, არაერთი ისეთი პოლიტიკა გაატარა, რომელიც ეწინააღმდეგება მის მანამდე ღიად გაცხადებულ ამბიციას, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, და ამის ნაცვლად ემთხვევა მოსკოვს", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი საუბრობს რუსული კანონზე, რომელიც, მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ კრემლის სტილის მმართველობის გადაღების ყველაზე ნათელი მაგალითია.

"გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, დაახლოებით 80%, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 67% კი NATO-ში გაწევრიანებას, რაც 3.8-მილიონიანი მოსახლეობის მნიშვნელოვან წილს მთავრობასთან შეუთანხმებლობაზე მიუთითებს", - წერს CNBC.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს არჩევნების შედეგებს როგორც ევროკავშირი, ასევე კრემლიც ახლოდან დააკვირდება.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი