მედიაომბუდსმენმა "მთავარის" გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა | განცხადება

გამოქვეყნდა:

მედიაომბუდსმენმა "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიმართა - ინფორმაციას მედიაომბუდსმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

იხილეთ განცხადება სრულად:

"მედიაომბუდსმენმა "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიმართა. დღეს, 2024 წლის 25 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ია გულიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს გურჯაანის მეორე საარჩევნო უბანზე მუშაობის დროს ქალაქის სპორტსკოლის მაშველი, კახა დევიძე დაუპირისპირდა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ დევიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მის ხელთ არსებული ნივთები ესროლა და კამერის დამტვრევითაც დაემუქრა ინცინდენტის ნაწილი საჯაროა", - წერს მედიაომბუდსმენი.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მეორე საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” ტიტუშკა, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი