კახეთში, "ოცნების" ტიტუშკები, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ | ჟურნალისტი გურჯაანის N2 უბანზე დარღვევების გადასაღებად მივიდა

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მეორე საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” ტიტუშკა, “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა. კახა დევიძე, რომელიც ქალაქის სპორტსკოლის მაშველად ჰყავთ დასაქმებული, ხელისუფლება ძირითადად ადამიანებზე გავლენისა და ზეწოლისათვის იყენებს ხოლმე.

ჩვენი ჟურნალისტი საარჩევნო უბანზე კონკრეტული ფაქტის გადამოწმებას ცდილობდა, რამაც დევიძის გაღიზიანება გამოიწვია. შემთხვევა გურჯაანის N2 საარჩევნო უბანზე მოხდა. გადამღები ჯგუფი, საარჩევნო უბანზე, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ერთსა და იმავე მისამართზე ათეულობით ადამიანის რეგისტრაციის მიზეზს არკვევდა, რამაც დევიძე გააღიზიანა.

"ქართული ოცნების" ზონდერმა გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კამერის დამტვრევას ცდილობდა. 

"შეცდომით არის ეგ გვარი და სახელები, მხოლოდ ჩვენ ვართ ამ ქუჩაზე დათუაშვილები. არ ვიცი ჩვენს ქუჩაზე მაგ გვარის არავინ არ არის", - ამბობენ ადგილობრივები სიაში ჩაწერილ ადამიანებზე.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენელები ამბობენ, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ამ დამატებითი ადამიანებით აპირებს, რისთვისაც მთელი სქემა აქვს მომზადებული.  

"რამოდენიმე მისამართზე აღმოვაჩინეთ, რომ პირობითად ოჯახში, სადაც ცხოვრობს ერთი ადამიანი აღმოჩნდა რომ იქ იყო 12, 16, 18 ადამიანი ჩაწერილი. ეს ნიშნავს იმას რომ ხელისუფლებას მომზადებული აქვს არჩევნების გაყალბების სქემა შემდეგნაირად. ამ ადამიანებს, მაღალი ალბათობით, ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ექნებათ დაბეჭდილი ყალბი ID ბარათები, რომელითაც უზრუნველყოფს ხელისუფლებას იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად ეს ადამიანები ძალიან მარტივად გაივლიან კონკრეტულ მისამართებზე ვერიფიკაციას. როგორც ამბობენ, 60 ათასი პირადობა არის დაბეჭდილი ქვეყნის მასშტაბით, რაც იმას ნიშნავს რომ ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის", - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი თემურ ბუწაშვილი.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი