"საქართველო გზაჯვარედინზე დგას: ევროპული გზა თუ რუსეთის ხელში ჩავარდნის რისკი" | კოლსი

გამოქვეყნდა:

"საქართველო გზაჯვარედინზე დგას: ევროპული გზა თუ რუსეთის ხელში ჩავარდნის რისკი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი X-ზე წერს. მისი თქმით, ახლა საქართველოს მთელი მსოფლიო აკვირდება და ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებს.

"რამდენადაც საქართველო კრიტიკულ არჩევნებს უახლოვდება, ის გზაჯვარედინზე დგას: აირჩიოს ევროპის გზა, თუ რუსეთის ხელში ჩავარდნის რისკი. ფსონები არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპული მომავლისთვის. მსოფლიოს შენ უყურებ, საქართველო, და ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელიც გამოსახავს ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას და იცავს მათ უფლებას ევროპულ გზაზე“, - წერს კოლსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი