ლონდონში, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად დილით მისული ქართველი ამომრჩევლები საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ისინი უზარმაზარ რიგში იმყოფებიან და მოქალაქეების ნაკადი არ წყდება - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საელჩომ ვერ შეძლო საარჩევნო უბანზე ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, კომისიის თავმჯდომარემ მასთან თქვა, რომ რიგში მდგომ ამომრჩეველთან გასვლას და მათ აღრიცხვას აპირებს იმისთვის, რომ ხმის მიცემის შესაძლებლობა თითოეულ მათგანს ჰქონდეს. მისი თქმით, სულ რომ დილამდე მოუწიოთ მუშაობა, ხმის მიცემას ყველა ემიგრანტი შეძლებს.