დსთ-ს გენერალური მდივნის სერგეი ლებედევის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლებს ესმით მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, დამოუკიდებელი კურსისა და თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობა.
"ეს დასკვნა ლოგიკურია. ადამიანებს ესმით ქართველი ხალხის ინტერესებისთვის დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა. და ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდილოეთ მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან, აკმაყოფილებს ქართველი ხალხის ინტერესებს", - განუცხადა ლებედევმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ისინი, ვინც საპირისპიროს ამტკიცებსნ, ან შეგნებულად ამახინჯებს რეალურ სურათს, ან შორს არის რეალობისგან.
"კმაყოფილების გარეშე ვერ ვიტყვი, შეუძლებელი არ გიხაროდეს "ქართული ოცნების" განცხადებები, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან, რომ ეწინააღმდეგებიან რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან ეს პასუხობს თავად ქართველი ხალხის ინტერესებს“, - დასძინა დსთ-ს გენერალურმა მდივანმა.