რუსული სამხედრო ვერტმფრენი ერგნეთის თავზე. საქართველოს საჰაერო სივრცე ოკუპანტმა სახელმწიფომ რამდენიმე წუთის წინ დაარღვია. ეს კი მაშინ, როდესაც გამყოფ ხაზთან დილიდან ინციდენტების, პრევენციების და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 98-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
განსახილველი თემა, საოკუპაციო ხაზთან, ბოლო დროს განვითარებული მძიმე მოვლენებია, მათ შორის არის გატაცებების სერია და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. რაც შეეხება საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს, სუს-ში ამბობენ რომ აღნიშნულზე უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი.