პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივები აქციას მართავენ.
ისინი ბირკიანში მცხოვრები 32 წლის მამაკაცის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელსაც სექსუალურ ძალადობას ედავებიან.
აქციის მონაწილეები დაზარალებულ უცხოელს ბოდიშს უხდიან და აცხადებენ, რომ დაკავებულს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და რეაბილიტაციის კურსს სოფელ დუისში, შშმ პირების სპეციალურ ცენტრში გადიოდა.
დაკავებულს უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.
შეგახსენებთ, საქმე ეხება ბაწარას ხეობაში მომხდარ ინციდენტს, რომელიც იმ დროს მოხდა, როცა უცხოელი ტურისტული მარშრუტით გადაადგილდებოდა.
საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ავტორი: ია გულიაშვილი