"შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით... არაერთი დარღვევა, ამომრჩევლებზე ზეწოლა და უთანასწორო სათამაშო მოედანი" | ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი X-ზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ ცნობები დარღვევების შესახებ შემაშფოთებელია.

"დემოკრატიები დაფუძნებულია თავისუფალ არჩევნებზე. შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით, საქართველოში ხმის მიცემის შესახებ. არაერთი დარღვევა, ამომრჩევლებზე ზეწოლა და უთანასწორო სათამაშო მოედანი. გაურკვევლობა არჩევნების მთლიანობასთან დაკავშირებით, ძირს უთხრის ქართველი ხალხის უფლებებს", - წერს ვალტონენი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი