იაკობ ბრეგვაძემ მამახილებელი ჩვენება ვერ მისცა - სამსაათიანი დაკითხვა სასამართლოში

გამოქვეყნდა:

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის სამსაათიანი დაკითხვა დასრულდა. ბერგვაძემ სასამართლოდან გამოსვლის შემდგ მხოლოდ ის თქვა, რომ ყველა კითხვას უპასუხა. ვრცლად მას კომენტარი არ გაუკეთებია,.

მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს რომ ბრეგვაძემ ჩვენება იმ ინციდენტზე მისცა, რომელშიც მერსედესის ავტომანქანის 6 მგზავრი მონაწილეობდა. დეტალებზე არც ჭკადუა საუბრობს:

იაკობ ბრეგვაძემ უამარავ კითხვას უპასუხა, როგორც ბრალდების მხარის, ასევე ჩემი პატივცემული კოლეგების. ყველასთვის ცნობილია, რომ იაკობ ბრეგვაძეს არასდროს, არც ერთ კომენტარში, მათ შორის, არც ჩვენებაში არ უთქვამს, რომ მას კონკრეტული პირების ამოცნობა შეუძლია. შესაბამისად, მსგავსი საუბარი არ ყოფილა. იაკობ ბრეგვაძემ თქვა, რომ იმ 8 ადამიანის სახელი და გვარები არ იცის, მათი ამოცნობა არ შეუძლია, მაგრამ თითოეული მათგანი ჩხუბში იღებდა მონაწილეობას. მან დაინახა მოქნეული ხელები, მაგრამ კონკრეტულ ადამიანს ხვდებოდა თუ არა, ეს არ დამინახავსო - ამბობს ჭკადუა

რაც შეეხება დაკავებულების ადვოკატებს, ისინი ამბობენ, რომ ბრეგვაძეს დღეს მამხილებელი ჩვენება, რისი მოლოდინიც პროკურატურას ჰქონდა, არ მიუცია და მან ვერც ჩხუბში მონაწილე პირები ამოიცნო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 6 არასრულწლოვანს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი