კანცელარიასთან, პუტინის მოკავშირე ორბანის საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა

გამოქვეყნდა:

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მას ირაკლი კობახიძე მასპინძლობს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, ორბანი ამ დრომდე ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც არჩევნებში "ოცნების" გამარჯვება აღიარა და მიულოცა. ის თბილისში გუშინ ჩამოვიდა. სასტუმროდან გამომავალ ორბანს რუსთაველზე გამართული აქციის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ

პრორუსი ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი უკვე შეაფასა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა თქვას ორბანმა საქართველოში,  ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. მისივე განმარტებით,  კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი