Politico-ს ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბელარუსში ჩავა, სადაც ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.
გამოცემის ცნობით, სიიარტოსთან ერთად მინსკის კონფერენციაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბასამ ალ-საბაღიც მიიღებენ.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები ევრაზიის უსაფრთხოების მომავალს განიხილავენ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაზე, სიტყვითაც გამოვა.
ცნობისთვის, სიიარტო 28-29 ოქტომბერს პრემიერ ორბანთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა.