BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთის რეგიონში 8 საათში იმაზე მეტი წვიმა მოვიდა, ვიდრე ერთი წლის განმავლობაში მოდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტეგრირებული ოპერატიული საკოორდინაციო ცენტრის (Cecopi) ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ელექტროენერგიის მიმწოდებლის ინფორმაციით, ვალენსიის რეგიონში დაახლოებით 155 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შეჩერებულია სწავლება სკოლაში. შეფერხებულია სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლაც.
კატალონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, ვალენსიის შემდეგ, ამინდის შესახებ გაფრთხილება ჩრდილოეთ ესპანეთის რეგიონში, კატალონიაშიც გამოაქვეყნა. საშიშროება 6-დან 6-ით, უმაღლესი დონით შეფასდა.