"ამ ფარსში ვერ მივიღებთ მონაწილეობას" | "კოალიცია ცვილებისთვის" ბათუმის საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის"  წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომას, რომელიც დღეს ტარდება, არ დაესწრებიან. მათი განმარტებით, მიზეზი სხდომის დღის წესრიგია, სადაც სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დამატებით 16 საკითხი შეიტანეს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები აცხადებენ, რომ დამატებული საკითხები ძირითადად სამშენებლო ნებართვებს ეხება, მათი თქმით, სახეზეა "ქართული ოცნების" დამფინანსებელი ბიზნესმენების ინტერესების ღიად გატარება.

"ქართული ოცნება" დაჰპირდა მშენებლებს, თუ ისინი დაეხმარებოდნენ საპარლამენტო არჩევნებზე, მათ გაუზრდიდნენ K2 კოეფიციენტს და ახლა ვალს აბრუნებს "ქართული ოცნება". აქედან გამომდინარე ჩვენ ამ ფარსში ვერ მივიღებთ მონაწილეობას," - განაცხადა კოალიციის წევრმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი