"ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას" | ზახაროვა ოცნებას გამოექომაგა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც ოპოზიციის, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, მრავალმხრივი დარღვევებით წარიმართა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა დადებითად აფასებს.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების პრესსპიკერი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების იმედს გამოთქვამს.

"რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი ქვეყანაა და ჩვენ არ ვართ გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩვენს საზღვრებთან ხდება. ამასთან, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის სუვერენულ ნებას. ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოს  სტაბილურ განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას." - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი