"არა ბატონო ნიკოლოზ, საქართველო არ პროგრესირებს EU-ს გზაზე" | ნიდერლანდების ელჩის პასუხი სამხარაძეს

გამოქვეყნდა:

"არა ბატონო ნიკოლოზ, საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, ეს პროცესი შეჩერებულია", - ასე პასუხობს X-ზე საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას. 

"არა ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. ამის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია", - წერს ელჩი.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროკომისიის გუშინდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, რომ, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროგრესირებს ევროინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი