ოპოზიცია აქციებს აანონსებს - სამი პოლიტიკური გაერთიანების ერთობლივი ბრიფინგიდან ცნობილი ხდება, რომ პირველი პროტესტი ორშაბათს, საღამოს 7 საათზე გაიმართება, სადაც სამოქმედო გეგმაც გახდება ცნობილი. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ პროტესტი იქნება შედეგზე ორიენტირებული:
პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი ფორმა დემოკრატიის და ფორმა, რომელიც ჩვენ აუცილებლად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამარჯვების დასაბრუნებლად. ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამ აქციებზე ვიქნებით ისეთივე კონსოლიდირებული, ისეთივე ერთიანი, ისეთივე მრავალრიცხოვანი, ისეთივე ჟინით გაჟღენთილი გამარჯვების დასაბრუნებლად, როგორც ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დააანონსა ორშაბათს" აღნიშნა ბოკუჩავამ.